This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • საკანონმდებლო მაცნე / აპრილი 2020 No.2
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე / აპრილი 2020 No.2

07 აპრილი 2020

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება |

ცვლილება ბრძანებაში

აქციზის დაბრუნება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 4 მარტის №65-ე ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში. კერძოდ, 861 მუხლს დაემატა ნაწილი 21 და ნაწილი 22, რომელთა მიხედვითაც,  საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის თანხა დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში.

საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განცხადება, პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, რომელსაც უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საფ-ების შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვა ხორციელდება განცხადების შესწავლის შედეგად.

ბრძანება ძალაშია 2020 წლის 6 მარტიდან.

დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელისათვის

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 11  მარტის №72-ე ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში, კერძოდ 51-ე მუხლს, რომელიც განმარტავს  დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვის დოკუმენტის ფორმებს, დაემატა 31  ნაწილი. აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ დღგ-ის დაბრუნების მიზნებისათვის, პირის მიერ წარსადგენ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფორმებში მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შესაძლებელია შეტანილ იქნას შესაბამისი პირის დღგ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც დაფუძნებულია გადამხდელი ან სადაც გააჩნია მას მუდმივი დაწესებულება.

ბრძანება ძალაშია 2020 წლის 13 მარტიდან.

სასაქონლო ზედნადები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18  მარტის №79  ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 251 მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც, დაზუსტდა, რომ ზედნადების გამოყენება პირისათვის სავალდებულო არ არის ისეთ ძირითად საშუალებაზე, რომელსაც პირი მომსახურების გასაწევად იყენებს და რომელიც რჩება მომსახურების გამწევის საკუთრებაში. ცვლილებამდე არსებული ჩანაწერით მსგავს სიტუაციაში სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება არ ჰქონდა პირს მხოლოდ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებზე.

ცვლილება ძალაშია 2020 წლის 18 მარტიდან.