This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

დიუ დილიჯენსი და ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები

ფინანსური დიუ დილიჯენსი ბიზნესის საქმიანობის შეფასების და საოპერაციო რისკების იდენტიფიცირების საუკეთესო მექანიზმია. იგი ყველა დაინტერესებულ მხარეს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასება ბიზნესთან / კომპანიასთან დაკავშირებულ რისკებსა თუ უპირატესობებზე.

დიუ დილიჯენსის სერვისი ბიზნესის მყიდველს საშუალებას აძლევს დაგეგმილი  შეძენის პროცესში ანალიზით გამტკიცებული გადაწყვეტილება მიიღოს. ხოლო გამყიდველ მხარეს ეხმარება, სწორი მოლოდინები შეიქმნას და ობიექტური ანალიზით განმტკიცებული სამართლიანი ტრანზაქცია შესთავაზოს პოტენციურ ინვესტორს.

ფინანსური დიუ დილიჯენსის საშუალებით შესაძლოა თავად კომპანიის წილის მფლობელმა ან მესაკუთრემ მიიღოს საკუთარი კომპანიის მდგომარეობის შეფასების დეტალური ანალიზი - განვითარების შესაძლებლობებისა და შესაძლო რისკების შეფასება; ბაზარის ტენდენციების მიმოხილვა და ბაზარზე დაკავებული ნიშის განსაზღვრა.

 

 ფინანსური დიუ დილიჯენსის სერვისი მოიცავს :

► კომპანიის ფინანსურ კვლევას

► სტანდარტული ანგარიშგებების აწყობას, კონკრეტული მიმართულების დეტალური ანალიზით

► კომპანიის ძირითადი KPI-ების ანალიზს ბენჩმარკებთან მიმართებით 

► ძირითადი რისკებისა და შესაძლებლობების ანალიზს შესყიდვის გადაწყვეტილების მისაღებად

 
 

 

დიუ დილიჯენსის სერვისით მიღებული ბენეფიტები :

კომპანიის შესაძლებლობების შეფასება

არსებული და პოტენციური რისკების იდენტიფიცირება

 მიმდინარე ფინანსური პროცესების დეტალური ანალიზი 

 

 


სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვეთ საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტოს დატოვება