This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი

    ბუღალტრული აღრიცხვის, ბიზნეს საკონსულტაციო და შესაბამისობის სერვისები ბიზნესგამოწვევების დასაძლევად

    ჩანიშნე შეხვედრა

ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგი

BDO-ს ფინანსური მენეჯერის ფუნქცია უზრუნველყოფს კლიენტი კომპანიის ფინანსური ინფორმაციის გარდაქმნას ბიზნესის სტრატეგიულ აქტივად. ჩვენ დაგეხმარებით ფინანსური მონაცემების დახარისხებასა და გაანალიზებაში, რათა გაზარდოთ ოპერაციების ეფექტურობა, მართოთ კომპანიის ლიკვიდურობა და გახადოთ ფინანსები მეტად პროგნოზირებადი თუ პროაქტიული. ამასთან, ჩვენი კვალიფიციური და მრავალფეროვანი ინდუსტრიული გამოცდილების მქონე გუნდი გაგიწევთ სრულფასოვან კონსულტაციებს, რათა შექმნათ თქვენი ბიზნესისთვის რელევანტური სააღრიცხვო პოლიტიკა. 

BDO-ს ფინანსური მენეჯერის ფუნქცია მოიცავს:

მიმდინარე/გრძელვადიან მომსახურებას:

  • დაგეგმვა და ბიუჯეტირება
  • ფინანსური რეპორტინგი
  • ფინანსური მონაცემების ანალიზი და კონსულტაციები
  • პარტნიორი კომპანიის სახელით კომუნიკაცია მესამე მხარესთან

ერთჯერად კონსულტაციებს:

  • ბიზნესის დიაგნოსტიკა
  • ფინანსური მოდელირება

სტრუქტურირებული სამუშაო პროცესი და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც რეგულარული ამოცანების ავტომატიზაციას ახდენს, გვეხმარება მინიმუმამდე შევამციროთ შეცდომის დაშვების ალბათობა. ამასთან, BDO-ში დანერგილი მონაცემთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები თქვენი კომპანიის მონაცემების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.   

ეს ყველაფერი აისახება BDO-ს ხარისხიან მომსახურებაში, რაც ჩვენი პარტნიორების გრძელვადიან წარმატებას განაპირობებს.

ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგი დაგეხმარებათ:

  • შეამციროთ დანახარჯები
  • გაზარდოთ ოპერაციების ეფექტურობა
  • შეამციროთ ფინანსური რისკები
  • დაინახოთ მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა ფართო ლინზით
  •  აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები

 

სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტოს დატოვება