This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • საფინანსო და საინვესტიციო სამართალი

საფინანსო და საინვესტიციო სამართალი

ფინანსური სექტორის ცოდნა საშუალებას აძლევს ჩვენს იურისტებს  სხვადასხვა კომერციული სახის რჩევები მისცენ ფინანსურ დაწესებულებებს (მათ შორის ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ა.შ.) და დაეხმარონ მათ თავი გაართვან ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

ჩვენ რეგულარულად ვაწვდით კლიენტებს ფინანსურ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რათა მზად იყვნენ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის და დროულად მოახდინონ სამართლებრივი სტრატეგიების ადაპტირება.

BDO Legal-ი გთავაზობთ კონსულტაციებს ფინანსური პროდუქტების ფართო სპექტრთან დაკავშირებით, როგორიცაა საბანკო კრედიტები, აკრედიტივი, კრედიტის რესტრუქტურიზაცია, საპროექტო ფინანსები და სხვა. ჩვენ ასევე ვემსახურებით კლიენტებს აქციების გამოშვების თემებზე - ვეხმარებით მათ აქციების გამოშვებასთან დაკავშირებული არასასურველი გაუთვალისწინებელი შედეგების მინიმიზაციაში და მთელი პროცესის განმავლობაში უზრუნველვყოფთ საჭირო მხარდაჭერით. ბიდიოს ქსელის გლობალური რესურსები საშუალებას გვაძლევს, დაინტერესებულ კლიენტებს კონსულტაცია გავუწიოთ საინვესტიციო აქციების საერთაშორისო შეთავაზებებთან დაკავშირებით.