This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • სახელმწიფო შესყიდვის (ტენდერის) სამართლებრივი მხარდაჭერა

სახელმწიფო შესყიდვის (ტენდერის) სამართლებრივი მხარდაჭერა

სახელმწიფო და საჯარო იურიდიული პირები წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდი ლარის ღირებულების პროდუქტსა და მომსახურებას იძენენ. ამ პროდუქტებსა და მომსახურებას მიეკუთვნება : სამშენებლო სამუშაოები, პროგრამული უზრუნველყოფა, დაზღვევა, ნავთობი, ორგტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, ავეჯი, კვების პროდუქტები, ტანსაცმელი და სხვა.

BDO Legal-ის გუნდს დიდი გამოცდილება აქვს სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერების) იურიდიული მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენ კარგად გვესმის ტენდერში მონაწილე კლიენტების საჭიროება და მიზნები,ასევე ის წესები,რომელსაც ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვები. ამ ნაწილში ჩვენი მხარდაჭერით სარგებლობდნენ ისეთი კომპანიები როგორიცაა: Strada, UGT, Minijos Baldai, Vizulo და ა.შ.  ჩვენს ანგარიშზეა უამრავი წარმატებით დასრულებული ქეისი შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში.

 

სახელმწიფო ტენდერების მიმართულებით გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას :

► რეკომენდაციები შესყიდვის პროცედურასა და სისტემასთან დაკავშირებით

► მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი შესახებ

► სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება

► კონსულტაცია სატენდერო დოკუმენტების მომზადების დროს ან წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება

► საკონკურსო კომისიასთან ურთიერთობა კონკურსის პირობების დაზუსტების მიზნით

► მონაწილის რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში და დოკუმენტების გაგზავნა

► შესყიდვის პროცესში მონაწილეობა კლიენტის სახელით

► აპელაციის შეტანა არაკეთილსინდისიერი ვაჭრობის შემთხვევაში და სხვა