საგადასახადო კონსულტაცია
ახალი ბიზნესის დაწყება და/ან ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობის წარმართვა ყოველთვის წარმოშობს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხებს. ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო კონსულტაციებს, რომლებიც გაწვდით საგადასახადო დაბეგვრის საკითხების დეტალურ გაგებას, რაც აუცილებელია ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.
BDO ემსახურება კლიენტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთელ მსოფლიოში, რადგან მათ უწევთ ნავიგაცია რთული საგადასახადო ლანდშაფტის პირობებში. ბიზნეს-სამყარო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დრამატულად შეიცვალა. საერთაშორისო დაბეგვრა მუდმივ ცვლილებებს განიცდის განახლებული კომპლექსური წესებისა და რეგულაციების გამო. შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ყველა ბიზნესი, მასშტაბის მიუხედავად უნდა დარწმუნდეს, რომ სწორად შერჩეული სტრუქტურით მუშაობს. სხვაგვარად მიზნობრივ ბაზრებზე გასვლა, პროდუქციისა და მომსახურების წარმოებისა და მიწოდების ეფექტური პროცესების შემუშავება იოლი არ არის. ბიზნესებმა გაიაზრეს, რომ ორგანიზაციაში კრიტიკული მნიშვნელობის ოპერაციებისა და აქტივების რესტრუქტურიზაციას მასშტაბური კომერციული მოგების მოტანა შეუძლია. ასეთი რესტრუქტურიზაცია ასევე იდეალური შემთხვევაა დაბეგვრის კუთხით ორგანიზაციის პოზიციის გადასახედად.
სერვისი მოიცავს:
►მიმდინარე / ერთჯერადი კონსულტაციას
► ოპერაციების საგადასახადო დაგეგმვა
► საერთაშორისო დაბეგვრა
► დახმარება წინასწარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
სერვისზე დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიტოვთ საკონტაქტო, ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 32 254 58 45
საკონტაქტოს დატოვება