This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

გადასახადები

ბიდიოს საგადასახადო განყოფილება  გამორჩეულ მომსახურებას აწვდის ბიზნეს სექტორის ყველა ტიპის კომპანიას დიდი ჰოლდინგებისა და მცირე ზომის ფირმების ჩათვლით.

ბიდიოს პროფესიონალების გუნდი დაგეხმარებათ მუდმივად იყოთ საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში და სწორად მოახდინოთ მათი ინტეგრირება თქვენს ბიზნეს სტრატეგიაში. ჩვენი გუნდი დამკვეთს უზრუნველყოფს აუცილებელი ინფორმაციით იმ საგადასახადო ცვლილებების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს მათ ბიზნესზე.  ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყველა საგადასახადო ცვლილება, რომელიც დამკვეთის საქმიანობისთვის არის მნიშვნელოვანი და გავლენას ახდენს მის საქმიანობაზე, მივაწოდოთ იმ სახით, რომ დამკვეთმა შეძლოს ამ ცვლილებების ინტეგრირება თავის ბიზნეს საქმიანობაში.

ჩვენი პროფესიონალების გამოცდილება და სხვადასხვა ინდუსტრიის სპეციფიკური ცოდნა ღრმაა, რაც საშუალებას აძლევს მათ ზუსტად მოახდინონ დამკვეთისთვის საჭირო ინფორმაციისა და სიახლეების იდენტიფიცირება და დროული მიწოდება, რაც საბოლოო ჯამში საშუალებას აძლევს დამკვეთს შეინარჩუნონ საგადასახადო შესაბამისობა და აამაღლონ ღირებულება თავის სფეროში.

გვაქვს სტრატეგიული საგადასახადო დაგეგმვის ექსპერტიზა, რომელიც მოიცავს კონსულტაციებს რესტრუქტურიზაციისა და სხვადასხვა ბიზნეს გარიგებების დაგეგმვისას, ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო დაბეგვრის იდენტიფიცირებისა და მაქსიმალურად ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად.

ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ მხარდაჭერის საჭირო ხარისხი, რომელიც გჭირდებათ თქვენი მიზნების მისაღწევად - დაწყებული საგადასახადო კონსულტაციიდან, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი კორპორატიული საგადასახადო სტრატეგიის შემუშავებასა და დოკუმენტირებაში, დასრულებული სრული საგადასახადო აუთსორსინგით, იმისთვის, რომ მუდმივ შესაბამისობაში იყოთ მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასთან და არსებულ საუკეთესო პრაქტიკებთან. ჩვენს საგადასახადო ექსპერტებს შეუძლიათ თქვენი დახმარება და მხარდაჭერა თქვენი ბიზნესის განვითარების პროცესში.

 

საგადასახადო კონსულტაცია

თქვენი საქმიანობისა და ბიზნეს კონცეპტის შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკის შერჩევა და შეუზღუდავი კონსულტაცია.

 

 

გაიგე მეტი ► 

 

ტრანზაქციებთან დაკავშირებული საგადასახადო კონსულტაციები

მომსახურების მოდელი ემყარება გამჭვირვალე, კოლაბორაციულ მიდგომას გაუზიაროს ყოვლისმომცველი საგადასახადო პრაქტიკა ყველა ზომის კლიენტს.

 

 

გაიგე მეტი ► 

 

საგადასახადო შესაბამისობა 

მომსახურება გულისხმობს გასული ან მიმდინარე (მიმოხილვას დაქვემდებარებული) პერიოდის სამეურნეო ოპერაციების საგადასახადო მიმოხილვას და მიზნად ისახავს კომპანიის მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების შემოწმებას.

 

 

გაიგე მეტი ►

 

საგადასახადო დავები

კომპანიის ინტერესების დაცვა საგადასახადო ორგანოების წინაშე და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად . 

 

 

გაიგე მეტი ► 

 

სატრანსფერო ფასწარმოქმნა

სატრანსფერო ფასწარმოქმნის რესურსების ინტეგრირებას ადგილობრივ და საერთაშორისო სერვისებთან.

 

 

გაიგე მეტი ► 

 


სერვისზე დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიტოვთ საკონტაქტო, ან დაგვირეკეთ ნომერზე  +995 32 254 58 45

საკონტაქტოს დატოვება