This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ბიზნესის მდგრადი განვითარება

    ბიზნეს კონსულტაციები და მარწმუნებელი მომსახურება გარემოსდაცვის, სოციალურ და კორპორაციული მართვის (ESG) საკითხებში

    მოგვწერე

ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის

კომპანიებისთვის დღეს მნიშვნელოვანია, ჩამოაყალიბონ თავიანთი ბიზნესის ინოვაციური ხედვა არაფინანსური რისკების და დრაივერების მართვის თვალსაზრისითაც. საწყის საფეხურზეც და მდგრადობის გააქტიურების ფაზაშიც BDO-ს შეუძლია სათანადო მხარდაჭერა გაუწიოს ბიზნესებს გარდამავალი ეტაპის სწორ მართვაში.

ჩვენი გუნდი BDO-ს გლობალური ქსელის ექსპერტებთან ერთად კომპანიებს ეხმარება ახლებურად დაინახონ ბიზნესის კეთების, ოპერაციების, დაინტერესებულ მხარეებთან ანგარიშგების თემები იმისთვის, რომ შეიმუშაონ მდგრადი მომავლისთვის რელევანტური სისტემები და მიდგომები. 

ჩვენი სერვისები მიმართულია ESG ფაქტორების გავლენების სწორი, სისტემური შეფასების და მათი სტრატეგიული გამოყენებისკენ და მოიცავს შემდეგ სერვისებს: 

 

სტრატეგია და მართვა 

  • მდგრადობის ეფექტური კონტროლის და მართვის მექანიზმების შემუშავება 
  • მდგრადობის სტრატეგიის და პასუხისმგებლობის პოლიტიკის შემუშავება 
  • პირველადი საინფორმაციო ინსტრუქტაჟი და ტრენინგი მდგრადობის შესახებ მმართველი საბჭოსთვის 
  • მდგრადობის პოლიტიკების და საოპერაციო გეგმების შემუშავება 
  • სექტორული გეგმების ანალიზი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამისად 
  • ბიზნეს მოდელების და ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი წრიული ეკონომიკის კონცეფციის მიხედვით (ბიზნეს მოდელის ცვლილება სამომავლო კეთილდღეობისთვის) 

 

მდგრადობასთან დაკავშირებული რისკების და მართვის სისტემები 

  • მდგრადობასთან დაკავშირებულ რისკებზე დაკვირვება (რისკების და განსაკუთრებით, შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით) 
  • კონტროლის სისტემების შემუშავება არაფინანსური ინფორმაციისთვის (სანდოობის, სიზუსტის და დროულობის მზარდ საჭიროებასთან შესაბამისობა) 
  • ხარისხის მართვის, გარემოსდაცვის, უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის სისტემების დანერგვა 
  • რისკების მართვის და ბიზნესის უწყვეტობის სისტემების დანერგვა 
  • ხარვეზების ანალიზი და მითითებები სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადი მართვის სტანდარტის შესახებ 
  • რეპუტაციული რისკის შეფასება და მართვა 
  • მიწოდების ჯაჭვის მართვა და შემოწმება დამოუკიდებელი მხარის მიერ აღმავალი და დაღმავალი რისკების შემცირების მიზნით 

 

არაფინანსური ანგარიშგების წარდგენა და დამოუკიდებელი მხარის დამოწმება

  • კორპორაციული ფინანსური ანგარიშგების, მდგრადობის ანგარიშის და არაფინანსური ანგარიშგების დამოწმება
  • მდგრადობის და სოციალური ანგარიშების მომზადებაში დახმარება (GRI, GBS, TCFD) 
  • ESG ინვესტიციები და მწვანე ობლიგაციები: მესამე მხარის მხარდაჭერა ან დამოუკიდებელი მხარის დამოწმება