This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • 2022 წლის 6 მთავარი ტენდენცია სამომხმარებლო ბრენდებისთვის (ENG)
სტატია:

2022 წლის 6 მთავარი ტენდენცია სამომხმარებლო ბრენდებისთვის

24 მარტი 2022

Original content provided by BDO United Kingdom

ბევრი დაიწერა იმის შესახებ, თუ როგორი ცუდი სავაჭრო პირობები ჰქონდათ სამომხმარებლო ბრენდებს ბოლო 24 თვის განმავლობაში და უკანასკნელი ათწლეულის ფარგლებში. გასაგებია, მაგრამ იგივე პრობლემები სხვა ბიზნესებსაც შეეხო. ასე თუ ისე ყველა აღმოჩნდა გამოწვევების წინაშე, თუმცა ამავდროულად ცვლილებების აუცილებლობამ გამოავლინა აშკარა სისუსტეები საოპერაციო მოდელებში, რისი გამოსწორების შემდეგაც ბრენდები კრიზისიდან გაცილებით უფრო ძლიერები გამოვიდნენ. 

კომერციული დიუ დილიჯანსის მიმართულებაში ჩვენი მოცანაა დავეხმაროთ მენეჯმენტის გუნდებსა და მათ ინვესტორებს ზრდის სტრატეგიაში. მიმდინარე პირობებში ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა ბრენდების მიმართ მინიმუმ სამი მთავარი მიმართულებით არის შესაძლებელი. ესაა იმიჯი, შეთავაზება და წვდომა

იმიჯი: ბრენდის ღირებულება, ხასიათი, რას გამოხატავს

შეთავაზება: რას სთავაზობს, რას ყიდის, ვისზე ყიდის

წვდომა: სად შეუძლიათ მომხმარებლებს ბრენდის პოვნა, როგორ გადის ბრენდი ბაზარზე

ციფრული ინსტრუმენტების შექმნის და მომხმარებლების ანალიზის მეთოდოლოგიების წყალობით უხვადაა ხელმისაწვდომი მრავალფეროვანი მონაცემები, რომელიც შეიძლება შეგროვდეს თითოეული ამ მიმართულების შესასწავლად. თუმცა, ბრენდების ბაზრის კონტექსტი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ ამ მიმართულებებს, მითუმეტეს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთხელ განვითარდა მოვლენები მკვეთრად სხვანაირად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საბაზრო ტენდენცია მოკლეხნიანი აღმოჩნდა, შენარჩუნდა ექვსი ტენდენცია, რომელიც აშკარაა, რომ მუდმივ ზეგავლენას მოახდენს სამომხმარებლო ბაზარზე. 

  • მდგრადობა: მდგრადობა მნიშვნელოვანი ხდება არამხოლოდ მომხმარებლებისა და მთავრობებისთვის, არამედ სულ უფრო მეტად ბიზნესისთვის. ნულოვანი გამონაბოლქვის პაუსხისმგებლობა მსოფლიოს მასშტაბით იმაზე მიუთითებს, რომ მალე ეს თემა არჩევითი კიარა, სავალდებულო მოთხოვნა გახდება ბიზნესისთვის. 
  • ჯანმრთელობის მნიშვნელობა: შემოსავლების და ცხოვრების დონის ზრდამ  უფრო ღია დიალოგთან ერთად, საზოგადოებაში გაზარდა ინტერესი ჯანმრთელობის  მიმართ. ეს ტრენდი გაძლიერდა პანდემიის დროს, რამაც ხაზი გაუსვა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის აუცილებლობას. 
  • ყველაფერი 'სახლიდან': ის, რის კეთებასაც მივეჩვიეთ სხვა ადგილებში - მივიღოთ სამედიცინო დახმარება, განათლება, სამუშაო, კვება და შოპინგი - ეს ყველაფერი ჩვენს სახლებში ინაცვლებს იმაზე დიდი დოზით, ვიდრე ადრე.  
  • სისწრაფე და მოხერხებულობა: ექსპონენტური, ძლიერი ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში, მასშტაბი, სისწრაფე და პერსონალიზება წარმოადგენს ახალ, აქტუალურ ვალუტას. ტექნოლოგიები მუდმივად ავლენს განსხვავებულ შესაძლებლობებს და ადგენს მომხმარებლის მოლოდინების ახალ ნორმებს. ამ მოლოდინებს კი, განურჩევლად ინდუსტრიისა, ყველგან ემორჩილებიან და ესადაგებიან.  
  • ციფრულის და ფიზიკურის ნაზავი: ფიზიკურსა და ციფრულ სამყაროს შორის საზღვრები ბუნდოვანი გახდა. პანდემიამ სულ რაღაც რამდენიმე თვეში რამდნეიმე წლის სამყოფი ციფრული ტრანსფორმაცია მოგვიტანა, რაც მოქმედებს ყველაფერზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში: როგორ ვსწავლობთ, როგორ ვმუშაობთ, როგორ ვყიდით ან ვყიდულობთ, და მეტიც, როგორ ვურთიერთობთ ადამიანებთან. 
  • კავშირი: ეკონომიკის აღდგენასთან, შეზღუდვების მოხსნასა და მოგზაურობის შესაძლებლობასთან ერთად, ადამიანები დაიწყებენ ურთიერთობის აღდგენას მეგობრებთან, ოჯახთან, თანამშრომლებთან და აღადგენენ ერთად ყოფნის კულტურას თავიანთ ცხოვრებაში. მოგზაურობის მნიშვნელობა გაიზრდება და ე.წ. შთაბეჭდილებების ეკონომიკა კიდევ ერთხელ აყვავდება.

მოცემული საბაზრო კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენი აზრით, დღეს სამომხმარებლო ბრენდების მართვა ძალიან საინტერესოა. მეტი თავისუფლება და მოქნილობა ექსპერიმენტებისთვის, სწრაფი უკუკავშირის მიღება, ახალი სტრატეგიების დანერგვა ან ოპერაციების ცვლილება. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ კონკურენცია ძალიან მაღალია, ხოლო მომხმარებლის ხარჯვისუნარიანობას ბევრი წინააღმდეგობა ახლავს.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ბრენდებისთვის დღეს? ჩვენ ვთვლით, რომ თითოეულ ამ სფეროში არის დადებითი ფაქტორები და დრაივერები, რომელთა სწორი გააზრებით და გამოყენებით ბრენდებს წარმატებული პოზიციონირების კარგი შესაძლებლობები მიეცემათ.

 

იმიჯი: მომხმარებლები ეძებენ ბრენდებს, რომელთაც შეიყვარებენ:

ძველი გამოთქმა იმაზე, რომ ნდობა უნდა დაიმსახურო, ისევ ძალაშია. თუმცა უწიდნელზე გაცილებით უფრო მეტად მომხმარებლებს ახლა უნდათ, რომ იპოვონ მიზანსწრაფული ბრენდები, რომლებიც შეესაბამებიან მათ ინტერესებსა და ფასეულობებს. მომხმარებლები ცნობისმოყვარეები არიან და ახლა სოციალური ქსელების პირობებში ან სხვა ფორმითაც უამრავი გზა არსებობს სხვადასხვა ბრენდების მოსაძიებლად და საპოვნელად. 

დასკვნა:
დიდი ყურადღება დაუთმეთ იმას, რომ მიიტანოთ თქვენი ბრენდის ფასეულობები მომხმარებლებამდე, ყველა საშუალებით, და ისინი დაგაჯილდოვებენ ლოიალობით. 

 

შეთავაზება: ტექნოლოგიები სწრაფად ინერგება:

არსებობს ასობით ახალი ტექნოლოგიური ინოვაცია, რომელიც შეიძლება სწრაფად ინტეგრირდეს რამდენიმე სამომხმარებლო ბრენდის ეკოსისტემაში. გადახდებიდან დაწყებული ტანსაცმლის ზომის გამოთვლის ინოვაციური აპლიკაციებით დამთავრებული - ახალი ტექნოლოგიების ათვისების პროცესი ასეთი სწრაფი არასოდეს ყოფილა.

დასკვნა:
დაუკვირდით და შეისწავლეთ, სად არის აუცილებელი თქვენი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება და ნახეთ, როგორ შეიძლება ხელმისაწვდომი ინოვაციები გამოყენებულ იქნას არსებითი გაუმჯობესებისთვის. 

 

წვდომა: ინფორმირების მრავალფეროვანი არხები მონაცემებით მდიდარ გარემოში 

გაყიდვისთვის ხელმისაწვდომი არხები მრავალფეროვანია და ბევრი მათგანი ჯერ ისევ ძველებურად იზიდავს მყიდველს - ფიზიკური საცალო მაღაზიებიც კი, შედარებით დაბალი საიჯარო ქირის პირობებში, საფიქრალს უჩენს მეიჯარეებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში პირდაპირი წვდომა მომხმარებელთან აუცილებელი მოცემულობა იყო, მაგრამ ის ბრენდები, რომლებმაც დროს გაუსწრეს, უფრო საიმედო ბიზნეს-მოდელზე აკეთებენ არჩევანს. არხების ეფექტურობის შეფასების, ასევე ინვესტიციების პრიორიტეტულობის განსასაზღვრად მარკეტინგსა და გაყიდვებში, მონაცემების უზარმაზარი და სულ უფრო მზარდი მოცულობაა ხელმისაწვდომი. 

დასკვნა:
ჩადეთ ინვესტიცია მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტებში და იმუშავეთ თქვენ ორგანიზაციაში ამ მონაცემების სწორი დამუშავების და მათზე დაყრდნობით ოპტიმალური მოქმედებისთვის საჭირო გარემოს შესაქმნელად.

 

დაგვიკავშირდით

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს კლიენტებთან ინვესტირების სტრატეგიების გადაფასების და პრიორიტეტების განსაზღვრისთვის, როგორც ადამიანური, ისე კაპიტალის თვალსაზრისით. მენეჯერების გუნდთან ერთად ვიყენებთ მონაცემებს, ფართო ქსელს, ანალიზის შესაძლებლობებსა და გამოცდილებას, რომ დავეხმაროთ სტრატეგიების შემუშავებასა და გამოყენებაში. ჩვენ ასევე ოპერატიულ მხარდაჭერას ვუწევთ ორგანიზაციებს, რეალურად დანერგონ ეს სტრატეგიები.