This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO ჰორაიზონს 2021 - #4 (ENG)
სტატია:

BDO ჰორაიზონს 2021 - #4

29 ოქტომბერი 2021

Original content provided by BDO

მიმდინარე წლის მე-4 გამოცემაში ჩვენ ვხედავთ თუ როგორ განაგრძობს ზრდას კერძო კაპიტალი M&A-ის ბაზარზე. მესამე კვარტალში მცირე პაუზა შეიმჩნეოდა გარიგებების მიმართულებით, თუმცა მაინც გამოიკვეთა აქტივობა, რომელიც პანდემიამდელ მონაცემებთან მიმართებით საკმაოდ რესპექტაბელურად გამოიყურებოდა.  აღნიშნული პაუზა უფრო თვალშისაცემი იყო კომპანიებისთვის, რომლებიც ყიდულობენ სხვა კომპანიებს თავისსავე სფეროში, მაშინ როცა კერძო კაპიტალი  განაგრძობდა ინვესტირებას რეკორდულ ნიშნულამდე. საშუალო ბაზარზე კერძო კაპიტალის ინვესტორებზე მოდის გლობალური გარიგებების 25%-ზე მეტი და გარიგებების საერთო მაჩვენებლის 30%-ზე მეტი.    

როგორც გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ოპერირებს ბევრ ქვეყანაში, ცხადად ვხედავთ თუ როგორი განსხვავებული გავლენა იქონია COVID 19-მა სექტორებსა და რეგიონებზე. ეს გამოცემა აერთიანებს აქტუალურ კომენტარებს გარიგებების, აქტიური სექტორებისა და რეგიონების შესახებ. ასევე მოიცავს ჩაღრმავებულ ანალიზს პოტენციური აქტივობის შესახებ ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციების, ასევე უძრავი ქონების, ბუნებრივი რესურსების მიმართულებით უახლოესი თვეების განმავლობაში. 

მრავალფეროვანი, ხანდახან დამაბნეველი აქტივობების, ამოუწურავი შესაძლებლობების გლობალურ ბაზარზე ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ კონტექსტს, რომ დაგეხმაროთ უკეთ გაერკვეთ ზღვა ინფორმაციაში და შეძლოთ მისი სწორად გამოყენება.