This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO ჰორაიზონს 2023 - #1 (ENG)
რეპორტები:

BDO ჰორაიზონს 2023 - #1

01 თებერვალი 2023

Original content provided by BDO

ახალი წელი სიახლის დასაწყისი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში ბევრი ჩვენგანი იმედოვნებს ასე და ფიქრობს, რომ 2023 წელი იქნება მეტად იმედისმომცემი, მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური. ჩინეთმა გადაწყვიტა დაასრულოს კოვიდის ნულოვანი პოლიტიკა ეკონომიკის ზრდისთვის, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2023-ში პროგნოზირებს გლობალური ზრდის შემცირებას 2021 წლის 6%-დან 2.7%-მდე, რაც ზრდის კარგ მაჩვენებელზე მიუთითებს. ასევე მოსალოდნელია გლობალური ინფლაციის შემცირება 2022 წლის 8.8% მაჩვენებლიდან 6.5%-მდე.    

ანალიზის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გარიგებების მაჩვენებელი  შერწყმისა და შეძენის მიმართულებით მაღალია, გასული წლის განმავლობაში საერთო აქტივობა დაახლოებით 25-30%-ით შემცირდა და კოვიდამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. მასალის მომზადების დროს, რამდენიმე ბანკმა და პროფესიულმა ფირმამ მსოფლიო მასშტაბით, განაცხადა კადრების შემცირების თაობაზე, რაც ბევრმა შესაძლოა  ეკონომიკის საერთო შენელების მიზეზად ჩათვალოს. ამის მიუხედავად, სადაც არ უნდა ვიყოთ ამ პლანეტაზე, უახლოეს პერსპექტივაში,  ბევრი უფრო მხნედ იგრძნობს თავს, ვიდრე დანარჩენი. არსებობს დიდი რაოდენობის გლობალური, კერძო კაპიტალი, რომელიც ხელმისაწვდომია ინვესტიციისთვის. 

ჩვენი გარემო და მწვანე ენერგიაზე გადასვლის თემა ძველებურად წამყვან პოზიციას იკავებს დავოსიდან მიღებულ მოხსენებებში. ჩვენი მცირე წვლილით მოხარული ვართ რომ გამოვაქვეყნეთ ინტერვიუ Earth Capital Ltd-ის აღმასრულებელ დირექტორთან ავენთ ბეზუიდენჰუდთან (Avent Bezuidenhoudt), რომელიც ნამდვილი ავტორიტეტია მდგრადი ფინანსირების საკითხებში. Earth Capital-ი პირველია ამ სფეროში და უამრავი ჯილდო აქვს მიღებული ნოვატორული მუშაობისა და მიდგომებისთვის მდგრადი ფინანსირების მიმართულებით. 

ჰორაიზონსის ეს გამოცემა მიმოიხილავს 2022 წლის აქტივობებს და ასევე წარმოადგენს გარკვეულ მოლოდინებს 2023 წლისათვის, თუ საით მივდივართ შერწყმისა და შეძენის გარიგებების მიმართულებით, ჩვენ მონაცემებზე დაყრდნობით. ვფოკუსირდებით რეგიონებზე და იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი ჰორაიზონსი თქვენთვის საინტერესო და განახლებული იქნება.  

www.bdohorizons.com