This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO-ს 2023 წლის კვლევა ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიის რისკ-ფაქტორების შესახებ
რეპორტები:

BDO-ს 2023 წლის კვლევა ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიის რისკ-ფაქტორების შესახებ

08 სექტემბერი 2023

Original content provided by BDO

მოცემული რეპორტი სიღრმისეულად აანალიზებს სატელეკომუნიკაციო კომპანიების 2022-2023 წლის  რისკებს მსოფლიოს მასშტაბით, რაც ეფუძნება ამ კომპანიების ყოველწლიურ რეპორტებს. მიმდინარე წელს კვლევისთვის შევისწავლეთ 62, ხოლო გასულ წელს 49 კომპანია. მათი 46% არის EMEA-ს რეგიონში, 35% ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ხოლო 19% აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. 

კვლევა აჩვენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო კომპანიების რისკებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მასში ნაჩვენებია თუ როგორ იცვლება ინდუსტრიის ხედვა სპეციფიური რისკების მიმართ და როგორი მიდგომები, სტრატეგიები და ინიციატივები აქვთ კომპანიებს ამ რისკების აღმოფხვრისა თუ შემსუბუქებისთვის. ჩვენ შევისწავლეთ თუ როგორ უყურებს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია მიმდინარე მდგომარეობასა და მომავალს. ანალიზის მეშვეობით, ინდუსტრიის ინსაიდერები, კომპანიები, ინვესტორები და დაინტერესებული მხარეები მიიღებენ პასუხს იმაზე, თუ რა მართავს ბიზნესგადაწყვეტილებებს, საინვესტიციო სტრატეგიებსა და სტრატეგიულ ინიციატივებს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ირგვლივ, ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. 

2022 წლისათვის ჩვენ მოვაგროვეთ და გავაანალიზეთ 46 რისკ-ფაქტორი. მიმდინარე წელს, გამოვავლინეთ დამატებით 7, ჯამში 53. 

იმისთვის რომ გაიგოთ მეტი ინდუსტრიის რისკებისა და მათი შემცირების სტრატეგიის შესახებ, ჩამოტვირთეთ ჩვენი რეპორტი. 

 

ტელეკომუნიკაციის კვლევა 2023