This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO-ს სამშენებლო ინდუსტრიის 2023 წლის კვლევის ანგარიში (ENG)
რეპორტები:

BDO-ს სამშენებლო ინდუსტრიის 2023 წლის კვლევის ანგარიში

25 ივლისი 2023

Original content provided by BDO

განიხილავს თუ არა Gen Z თავის კარიერას მშენებლობაში?  როგორ შეუძლიათ ინდუსტრიის ლიდერებს პრაქტიკული სიახლეების შეტანა Gen Z-ის შესაძლებლობების გამოსაყენებლად? რა ტალანტები დაგეხმარებათ სათანადოდ შეხვდეთ თანამედროვე ცვლილებებს? 

ტალანტების კრიზისის დაძლევა: სამშენებლო ინდუსტრიის გარდაქმნა Gen Z-თვის სასურველ სფეროდ.

BDO-ში კარგად გვესმის სამომავლოდ საკადრო რესურსის დაგეგმვის მნიშვნელობა პერსონალის მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის. იმის გასარკვევად, ტალანტების ნაკლებობით გამოწვეულ რა გამოწვევებს აწყდებიან ჩვენი კლიენტები სამშენებლო სექტორიდან, BDO-ს უძრავი ქონებისა და მშენებლობის გუნდმა გამოიკვლია უნივერსიტეტის სტუდენტების განწყობები მშენებლობის სფეროში კარიერის  გაგრძელების მიმართ. ასევე სამშენებლო კომპანიების დამოკიდებულება მომავლის სამუშაო ძალისადმი. 

BDO-ს გლობალური კვლევა აერთიანებს ქვეყნების მონაცემებს 5 კონტინენტის მასშტაბით იმის შესახებ, თუ რამდენად მიმზიდველია სამშენებლო ინდუსტრია ახალი თაობისთვის, ასევე თუ როგორ განაპირობებს მათი ფასეულობები და შეხედულებები მათ პერსპექტივებს. ის ასევე მოიცავს  ინფორმაციას პროფესიონალებისგან, რომლებიც ამჟამად მუშაობენ მოცემულ სექტორში. 

700-ზე მეტი რესპონდენტითა და გლობალური და რეგიონალური ანალიზით, ამ გლობალურ კვლევაში მონაწილეობა მიიღო BDO-ს რამდენიმე ფირმამ, რომელიც მოიცავს თავის კონკრეტულ რეგიონს: ავსტრალია, აშშ, სამხრეთ აფრიკა, კანადა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ბელგია, ნორვეგია, ბრაზილია და ასევე 7 სხვა ქვეყანა ლათინური ამერიკის რეგიონიდან. 

კვლევის შედეგების ანალიზი დამუშავდა და გამოქვეყნდა ჩვენს გლობალურ ანგარიშში, რომელშიც ხაზგასმულია შეუსაბამობა სტუდენტებსა და კორპორაციებს შორის, პრაქტიკული რჩევები ინდუსტრიის ლიდერებისთვის. 

სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გამოასწორონ ეს შეუსაბამობა. სფეროს შეუძლია  ისაუბროს თავისი წამყვანი როლის შესახებ ნულოვან გამონაბოლქვზე გადასვლის პროცესში და მნიშვნელოვანია ამის წარმატებით განხორციელება, რათა მიიზიდოს Gen Z და მომავლის სამუშაო ძალა. 

ჩამოტვირთეთ სრული რეპორტი