This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
ბლოგი:

კომერციული დავა

02 მაისი 2023

რა არის კომერციული დავა და როგორ უნდა დაიცვათ თქვენი კომპანიის ინტერესები?

კომერციული დავა წარმოიქმნება ფინანსური უთანხმოების საფუძველზე განსაზღვრული გარიგების ან ტრანზაქციის ფარგლებში ორ ან მეტ დაინტერესებულ მხარეს შორის. დავის მიზეზი შესაძლოა იყოს ხელშეკრულების პირობების დარღვევა, თაღლითობა, ინტელექტუალური საკუთრების უგულებელყოფა, პროფესიული დაუდევრობა და სხვა მრავალი. დავის საგანი კი შესაძლოა გახდეს როგორც ფაქტობრივად გაწეული ხარჯები, ასევე რეპუტაციული ზიანი ან პოტენციური (მიუღებელი) მოგება, რომელიც კომპანიამ დაკარგა მეორე მხარის არაკეთილსინდისიერი მოქმედებით, ხელშეკრულების პირობების დარღვევით ან მათი არაჯეროვანი შესრულებით.

დამოუკიდებელი ფინანსური ექსპერტების როლი კომერციული დავის პროცესში:

კომერციული დავის დროს კომპანიებს, მმართველ გუნდს და იურიდიულ კონსულტანტებს სჭირდებათ ექსპერტული ანალიზი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს მიყენებული ზარალის ფინანსურ ოდენობას კომპენსაციის მიღების მიზნით. ამ დროს დამოუკიდებელი ფინანსური ექსპერტების გუნდი უზრუნველყოფს სანდო და ობიექტური დასკვნის მომზადებას იმის შესახებ, თუ რა ფინანსური ან არაფინანსური ზარალი მიადგა კომპანიას/ პირს, რაც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს გადაწყვიტონ მათი უთანხმოება სასამართლოს გზით ან მის გარეშე.

საკუთარი ან კომპანიის ინტერესების დაცვა მნიშვნელოვანია მაშინაც, როცა დავა თქვენს წინააღმდეგ მიდის. აქ ჩნდება მოსარჩელე მხარის  მსჯელობის/დასკვნის გაბათილების და/ან ალტერნატიული გაანგარიშების წარდგენის საჭიროება. სწორედ ამ დროს იურისტებთან ერთად მუშაობს დამოუკიდებელი ექსპერტების გუნდი, რომლებიც ამზადებენ ობიექტურ ფინანსურ დასკვნას, იმისათვის, რომ გაბათილდეს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, ან ზუსტად განისაზღვროს კომპენსაციის რაოდენობა.

 

 

BDO-ს ექსპერტები:

BDO-ს კორპორაციული ფინანსების გუნდს კომერციული დავის არაერთი კომპლექსური ქეისის განხილვასა და ანალიზში მიუღია მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს სწრაფი რეაგირება, მონაცემების ზუსტი ანალიზი და ობიექტური დასკვნის მომზადება სასამართლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.  მოქნილი მიდგომები გვეხმარება მოვერგოთ კლიენტის უნიკალურ საჭიროებებს და გარდა ექსპერტული დასკვნის მომზადებისა დავეხმაროთ მათ ამ დოკუმენტის გაანალიზებასა და გამოყენებაში, რთული კონტექსტის მარტივად აღქმაში, ვიშუამდგომლოთ მოლაპარაკებების პროცესში. BDO-ს დივერსიფიცირებული სერვისები და საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანი აქტივია ჩვენთვის, რადგან ხელი მიგვიწვდება სანდო ინფორმაციაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებზე, რაც ჩვენი მუშაობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლივობა უზრუნველყოფს ჩვენი მომსახურების ხარისხს და მზაობას ვიმუშაოთ განსხვავებულ ქეისებზე, სხვადასხვა იურისდიქციისა და არბიტრაჟის ფარგლებში.

 


სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვეთ საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტოს დატოვება