This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • გამოიყენეთ KPI თქვენი ბიზნეს შესაძლებლობების შესაფასებლად
სტატია:

გამოიყენეთ KPI თქვენი ბიზნეს შესაძლებლობების შესაფასებლად

08 დეკემბერი 2020

საკუთარი ბიზნესის მართვა დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. ბიზნესის მესაკუთრეები ხშირად მეტ ყურადღებას უთმობენ ბიზნესის ოპერაციებს, ამიტომ თვალთახედვიდან ეპარებათ ბიზნესის ეფექტურობის ძირითადი ინდიკატორების (KPI) გაანგარიშებისა და ანალიზის მნიშვნელობა.
 
 

ჩვენ გირჩევთ რეგულარულად შეამოწმოთ შემდეგი:

რა არის თქვენი ბიზნესის დაფინანსების ძირითადი წყარო?

სასესხო კოეფიციენტების ანალიზი მნიშვნელოვან სურათს იძლევა იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალია ფინანსური რისკი. ნასესხები სახსრების გამოყენება სულაც არ მიუთითებს ცუდ ფინანსურ მდგომარეობაზე. მაგალითად, სესხის აღება შეიძლება იყოს მაჩვენებელი იმისა, რომ კომპანიამ გაზარდა მოთხოვნა თავის პროდუქტებზე და შეუძლია საკრედიტო ორგანიზაციების დარწმუნება კომპანიის ფინანსურ მდგრადობაში. მას შემდეგ რაც დაიანგარიშებთ ნასესხები სახსრების რაოდენობას, უნდა შეაფასოთ მისაღებია თუ არა თქვენი არსებული დავალიანების დონე.  
ბიზნესის საკუთარი სახსრებით (ანუ ინვესტორის პირადი კაპიტალით) დაფინანსება სულაც არ ნიშნავს, რომ ბიზნესის ღირებულება ყოველთვის უფრო მაღალია ვიდრე ნასესხები თანხებით დაფინანსების დროს. საკუთარი სახსრებით ბიზნესის დაფინანსების შემთხვევაში, მოთხოვნილი სარგებელი ყოველთვის მაღალია, რადგან რისკებიდან გამომდინარე საკუთარი კაპიტალის ღირებულება ნასესხები თანხების ღირებულებას აღემატება. ამიტომ უნდა შეფასდეს გამოიმუშავებს თუ არა ბიზნესი საკუთარი კაპიტალის მფლობელების მიერ მოთხოვნილ სარგებელს სრულად და დაფინანსების ალტერნატიული გზების მოძიება ხომ არ არის საჭირო.

 

შეგიძლიათ თუ არა შეასრულოთ მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები?  

ლიკვიდურობის კოეფიციენტები განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა თქვენი კომპანია მოკლევადიანი სასეხო ვალდებულებების გადახდასრაც უფრო მაღალია თანაფარდობა მით უკეთესიარც ესე მარტივადაა საქმე. 

ზედმეტად მაღალმა თანაფარდობამ შეიძლება მიუთითოს იმაზე, რომ თქვენ უკეთესად შეგეძლოთ  გამოგეყენებინათ თქვენი აქტივები კომპანიაში ინვესტიციისთვის. 

ამ ანალიზის დასრულების შემდეგ უნდა გაითვალისწინოთ გჭირდებათ თუ არა დამატებითი სესხის აღება ან სხვა სახით ფინანსური რესურსის მოზიდვ 

 

ეფექტურად იყენებთ თქვენს აქტივებს?  

ეფექტურობის კოეფიციენტები, როგორიცაა აქტივების ბრუნვა, მარაგების ბრუნვა ან დებიტორული დავალიანების ბრუნვა, იძლევა განსხვავებულ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად გარდაქმნის თქვენი კომპანია ამ აქტივებს ნაღდ ფულად ან/და შემოსავლად. 

დროთა  განმავლობაში ამ ოეფიციენტების გაანგარიშებამ შეიძლება მიუთითოს სეზონურობის, ან მომხმარებელთა პრეფერენციების შეცვლის შესახებ. 

ამ კოეფიციენტების გამოთვლის შემდეგ შეგეძლებათ გაითვალისწინოთ, თუ როგორ უნდა მართოთ უკეთ თქვენი აქტივები შემოსავლის გაზრდის მიზნით.  

 

რამდენად მომგებიანია თქვენი ბიზნესი?  

მომგებიანობის კოეფიციენტები ფინანსური კოეფიციენტების ყველაზე პოპულარული ჯგუფია. მოგების მარჟის და საკუთარ კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტების ანალიზმა  მომსახურების ტიპს, პროდუქტის ხაზის ან განყოფილების ჭრილში, შეიძლება კიდევ  უფრო ღირებული მონაცემები აჩვენოს. 

გადახედეთ თქვენი მოგების ზღვრულ მაჩვენებელს, ათა შეაფასოთ თქვენი ბიზნესის ზრდის ტემპი და განსაზღვროთ ინარჩუნებს თუ არა კომპანია კონკურენტულ უპირატესობას. 

 

სრულყოფილი ანალიზისთვის  BDO გთავაზობთ  ყველა მნიშვნელოვანი და რელევანტური კოეფიციენტის დათვლას და ანალიზს; რეპორტის მომზადებას; ულადი სახსრების დაგეგმვას და მონიტორინგსBDO-ს გუნდს  შეუძლია მოგაწოდოთ მ მნიშვნელოვანი კოეფიციენტებისა და მაჩვენებლების ანალიზი,რომელი  თქვენი ბიზნესის  განვითარების სწორად დაგეგმვაში დაგეხმარებათ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქო ინფორმაცია.

 

შეიყვანეთ დამცავი კოდი
 Security code