This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ქალთა საერთაშორისო დღე 2021
პუბლიკაცია:

ქალთა საერთაშორისო დღე 2021

05 მარტი 2021

ორშაბათს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე და გასული წლის მსგავსად, ამ დღის აღსანიშნავად, ჩვენ სპეციალური ანგარიში მოვამზადეთ. წლევანდელი თემაა #ChooseToChallenge.

ეს საკმაოდ კომპლექსური ანგარიში მოვამზადეთ არამხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ეს დღე, არამედ მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ გენდერული თანასწორობის მიღწევას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. მრავალფეროვნების არასათანადო მიმღებლობა არ არის ქალთა პრობლემა, ეს ბიზნესის პრობლემაა და მისი მოგვარება აუცილებელია ეკონომიკისა და საზოგადოების წარმატებისთვის. ამ სამყაროში რეალური ცვლილება ყოველთვის მაშინაა შესაძლებელი, როცა გამოწვევებს ღიად ვუპირისპირდებით. ახლა სწორედ ამის დროა.  

BDO-ში ყველას უნივერსალური მისია გვაერთიანებს, ის რისთვისაც ვარსებობთ - გლობალური WHY: People helping people achieve their dreams. ჩვენ გვამოძრავებს ეს იდეა, BDO-ს კულტურის განუყოფელი ნაწილი - დავეხმაროთ ადამიანებს სასურველი მიზნების მიღწევაში, იქნებიან ეს ჩვენი კოლეგები, კლიენტები თუ სხვები იმ სოციუმში, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ.

მიმდინარე წლის ანგარიში აქცენტს აკეთებს კრიზისის გავლენაზე, ეხება ბევრ გამოწვევას, რომელსაც დასაქმებული ქალები აწყდებიან, მითუფრო ახლა, პანდემიის განმავლობაში. თუმცა ყველაზე მეტს წაიკითხავთ ჩვენი ქალი კოლეგების შესახებ - მათი განსაკუთრებული გამძლეობისა და ენერგიის შესახებ, რითაც უმკლავდებიან გამოწვევებს და არასოდეს იხევენ უკან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://www.internationalwomensday.com/

 

ჩამოტვირთეთ ანგარიში