This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • საგადასახადო გამჭვირვალობა - რეპორტინგის გლობალური სტანდარტი (ENG)
რეპორტები:

საგადასახადო გამჭვირვალობა - რეპორტინგის გლობალური სტანდარტი

20 აგვისტო 2020

Original content provided by BDO

საერთაშორისო საგადასახადო რეპორტინგის მიზნები სწრაფად იცვლება. 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ  (OECD) დიდ ოცეულთან ერთად შეიმუშავა რეპორტინგის ერთობლივი სტანდარტი (CRS), როგორც ინფორმაციის ავტომატურად გაცვლის გლობალური ფორმა. OECD-ის საბჭომ ეს გადაწყვეტილება 2014 წელს დაადასტურა და მას შემდეგ, 100-ზე მეტმა იურისდიქციამ გადაწყვიტა CRS-ის მიღება კომპეტენტურ ორგანოსთან მრავალმხრივი შეთანხმების გაფორმების გზით. 

უმნიშვნელოვანესია, რომ ფიზიკური პირებს გაცნობიერებული ჰქონდეთ CRS-ის შესაბამისად წარმოებული რეპორტინგის პოტენციური საგადასახადო შედეგები. თუ შესაბამისი შემოსავლები ან ამონაგები, რომელიც ექვემდებარება დაფიქსირებას, აქამდე არ დარეგისტრირებულა  ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ (თუნდაც კანონიერი მიზეზით), ეს პირები დიდი ალბათობით იქნებიან შესწავლილი ადგილობრივი საგადასახადო ორგანოების მიერ და შესაძლოა დაეკისროთ დიდი საგადასახადო ჯარიმა ან კიდევ უფრო რთული სასჯელი. იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ისინი, ნებისმიერი საგადასახადო დარღვევის თავიდან აცილება ან მათ მფლობელობაში არსებულ უცხოურ აქტივებთან დაკავშირებით განმარტება საგადასახადო ორგანოებისთვის, ყოველთვის საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს. 

ჩვენი ინტერაქტიული რუკა  აჩვენებს, თუ რომელმა ქვეყანამ დაიწყო მონაცემების ცვლა და როდის, ასევე რომელ ქვეყნებს აქვთ დაზუსტებული სტანდარტზე გადასვლის თარიღი. მეტი ინფორმაცია CRS დეველოპმენტის შესახებ ასევე შეგიძლიათ ნახოთ OECD-ის ავტომატური გაცვლის პორტალზე.

როგორ მუშაობს სტანდარტი

ფინანსური ინსტიტუტები, როგორიც არის ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ტრასტული კომპანიები და ტრასტული ფონდები და პროვაიდერი კომპანიები ვალდებული იქნებიან შიდა კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებს მიაწოდონ ფინანსური მონაცემები შესაბამისი პირების შესახებ (საბანკო ანგარიშის მქონე ბენეფიციარების, ასევე იმ პირების შესახებ, რომელთაც აქვთ ინტერესი ტრასტებსა და სხვა ორგანიზაციებში), რომლებიც არიან სხვა, მონაწილე ქვეყნების რეზიდენტები. აღნიშნული მონაცემები შესაბამისი მხარეებისთვის გადაცემული იქნება ავტომატურად (შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან 9 თვის განმავლობაში), სტანდარტულ ფორმატში, რომელიც ადვილად იქნება იმპორტირებული თითოეული ქვეყნის გადასახადის გადამხდელთა ბაზაში. მონაცემები გაანალიზებული იქნება მათ გამოსავლენად, ვინც თავი აარიდა ან თავს არიდებდა გადასახადების გადახდას, ასევე მათ გამოსააშკარავებლად, ვისაც შესაძლოა მოსვლოდა შეცდომა თავის საგადასახადო დეკლარაციებში. 

უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ  აქტის (FATCA) თანახმად, FIs ფორმატი, რომელმაც უნდა მიაწოდოს მონაცემები, აერთიანებს ბანკებს, სხვა სადეპოზიტო დაწესებულებებს, საინვესტიციო ორგანიზაციებსა და ზოგიერთ სადაზღვევო კომპანიას. თუმცა FATCA-სგან განსხვავებით, ამ ფორმატისგან გათავისუფლებული ორგანოების რაოდენობა ნაკლებია.  

FIs-ის ლოკალურ რეპორტინგს აქვს დიუ დილიჯენსის ვალდებულება რაც განსხვავებულია ახალი და არსებული ექაუნთებისთვის, ანგარიშებისთვის მაღალი და დაბალი ღირებულებით, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშებისთვის. ეს ვალდებულება ითვალისწინებს ელექტრონული მონაცემების შემოწმებას იმის დასადასტურებლად, თუ სად არის თითოეული ეს კლიენტი რეზიდენტი (PO ბოქსების, მისამართების, ელექტრონული ფოსტის, ფოსტის შენახვის ინსტრუქციისა და მუდმივი ინსტრუქციების ექაუნთების რეზიდენტების ანგარიშზე გასაგზავნად), ასევე შეიძლება მოიცავდეს არსებული დოკუმენტების მყარი ასლების მოძიებას, კლიენტის მიერ თვითსერტიფიცირებასა და "ფაქტიური ცოდნის" ტესტს  კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის. 

გაეცანით ჩვენს ინტერაქტიულ რუკას, რათა დაინახოთ CRS-ის გლობალური ადაპტირების ფართო სურათი

ჩამოტვირთვა