This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • უძრავი ქონება ევროპაში - საგადასახადო გზამკვლევი 2021
რეპორტები:

უძრავი ქონება ევროპაში - საგადასახადო გზამკვლევი 2021

17 ივნისი 2021

Original content provided by BDO

გეგმავთ ევროპულ უძრავ ქონებაში ინვესტირებას მიმდინარე წელს? 

უძრავი ქონება, როგორც გრძელვადიანი საინვესტიციო აქტივი, აქამდეც პოპულარული იყო და ახლა კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა, რადგან ოჯახები სულ უფრო ხშირად ეძებენ საინვესტიციო შესაძლებლობებს მშობლიური ქვეყნის გარეთ და მიისწრაფვიან შეიძინონ უძრავი ქონება საკურორტო ადგილებში. 

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული სახლიდან მუშაობის პრაქტიკა ასევე მოსალოდნელია, რომ გაზრდის უძრავი ქონების უცხოელი მფლობელების რაოდენობას გრძელვადიან პერსპექტივაში. გადაადგილების სიმარტივე და ევროკავშირის ზონაში არსებული მოქალაქეობრივი უფლებები მიუთითებს, რომ უცხოური ინვესტიციის ფლობის მაჩვენებელი გაიზარდა და სამთავრობო და საგადასახადო ორგანოების ყურადღების მიღმა დარჩა. 

ყველა მთავრობა იყენებს თავის მიდგომას უცხოეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების ფლობასთან დაკავშირებული საგადასახადო დაბეგვრის მიმართ: მაშინ, როცა ზოგიერთი მათგანი იღებს შეზღუდვის ზომებს, ბევრი მათგანი ცდილობს მიიღოს მეტი საგადასახადო შემოსავალი უძრავი ქონების უცხოელი მფლობელებისგან. ფლობის გამჭვირვალობა ასევე უმჯობესდება უძრავი ქონების რეესტრის მეშვეობით ან სპეციალური რეესტრით ბენეფიციარების შესახებ, სადაც გამოიყენება საკუთრების სტრუქტურა. ამ ყველაფერმა რეპორტინგის საერთო სტანდარტთან ერთად (Common Reporting Standard - CRS) საგრძნობლად გაზარდა გამჭვირვალობა ოჯახებისთვის, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები ბევრ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. CRS-ის ქვეშ ფინანსური ინსტიტუტები ყოველწლიურად ინფორმაციას აწვდიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებს 100-ზე მეტ ქვეყანაში, ვინც აწვდის ინფორმაციას საგადასახადო ორგანოებს მფლობელის მშობლიურ ქვეყანაში. 

გადახედეთ ჩვენს ინტერაქტიულ რუკას, რომელიც აჩვენებს მიმდინარე გლობალურ საგადასახადო გამჭვირვალობას. 

 

ჩამოტვირთეთ ჩვენი გზამკვლევი 

მოვლენების ასეთი განვითარება ოჯახებისთვის მხოლოდ ართულებს უცხოეთში სახლის შეძენას და უძრავ ქონებაში ინვესტიციას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პოტენციურ მფლობელებს ესმოდეთ საგადასახადო და იურიდიული კონტექსტი იმ ქვეყანაში, სადაც გეგმავენ ინვესტირებას. ეს გზამკვლევი აერთიანებს იურიდიულ და საგადასახადო პრინციპებს უცხოელებისთვის, რომლებიც ყიდულობენ უძრავ ქონებას ევროპაში: მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა თუ გაერთიანებულ სამეფოში.