This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • კოლაბორაციის ციფრული სივრცე - BDO პორტალი
ბლოგი:

კოლაბორაციის ციფრული სივრცე - BDO პორტალი

30 ნოემბერი 2021

ჩვენი ძირითადი საქმე ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური საკონსულტაციო  მომსახურებაა.  ინდუსტრიული გამოცდილების გათვალისწინებით სააღრიცხვო, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში, კლიენტები იღებენ ფართო ბიზნეს ოპერაციულ ხედვას ყველა საჭიროებისთვის.

ბიდიოს გამორჩეული ხარისხის სერვისის ნაწილია BDO პორტალი, რომელიც კოლაბორაციის ციფრული სივრცეა BDO-ს მომხმარებლებისთვის. ეს არის ქლაუდ ტექნოლოგიით შექმნილი პორტალი, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პირადი კაბინეტის საშუალებით ჰქონდეთ შეუფერხებელი წვდომა BDO-ს პირად კონსულტანტებთან; მიიღონ და გაუზიარონ მათ საჭირო ინფორმაცია მოქნილ და უსაფრთხო გარემოში. 

BDO პორტალის საშუალებით გაცილებით მარტივია დიდი რაოდენობის დოკუმენტების დახარისხება და ერთმანეთისთვის გაზიარება კიბერსაფრთხეებისგან დაცულ ციფრულ გარემოში; ამასთან შესაძლებელია სამუშაოს, შესაბამისი შემსრულებლისთვის მიკუთვნება და მიმდინარე პროცესების კონტროლი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

პორტალი სერვისის გაწევის პროცესში მომხმარებლებს აძლევს ისეთ შესაძლებლობებს როგორიცაა :

  • დოკუმენტების გაზიარება -  მომხმარებლებს შეუძლიათ პორტალის მეშვეობით, ერთიან სივრცეში გაცვალონ ყველა საჭირო დოკუმენტი  BDO-ს პირად კონსულტანტთან და მარტივად ჰქონდეთ წვდომა სასურველ ფაილებზე .
  • სამუშაოს დელეგირება / განაწილება - პორტალის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თითოეულ დოკუმენტს განუსაზღვროს შემსრულებელი, აკონტროლოს სამუშაოს ვადები და  შემსრულებლის მხრიდან განხორციელებული ცვლილებები. 
  • მოქნილობა სამუშაო პროცესში - ქლაუდ ტექნოლოგიის მეშვეობით მომხმარებელს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია თვალი ადევნოს და აკონტროლოს მიმდინარე სამუშაო პროცესები.
  • ინფორმაციის დაცულობა - კიბერ საფრთხეებისგან დაცულ ციფრულ სივრცეში კონფიდენციალობის სრული დაცვით ხდება კომპანიის დოკუმენტების მიმოცვლა კლიენტსა და BDO-ს პირად კონსულტანტს შორის.