This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

BDO-ს პარტნიორს დავით გელაშვილს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭა

06 ოქტომბერი 2021

BDO-ს პარტნიორს და იურიდიული პრაქტიკის, BDO Legal-ის ხელმძღვანელს დავით გელაშვილს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭა. მან წარმატებით გაიარა ავტორიზაციის ყველა ეტაპი, რის საფუძველზეც უფლებამოსილია ჩაერთოს  გადახდისუუნარობის წარმოებაში  რეაბილიტაციის მმართველის, გაკოტრების მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის  სტატუსით, რაც განსაზღვრულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” ახალი 2021 წლის კანონით.

დავით გელაშვილი: „აღნიშნული კანონი ახლებურად აწესრიგებს გადახდისუუნარობის პროცესის მართვის მთელ რიგ ასპექტებს, ხოლო ავტორიზაცია საშუალებას გვაძლევს  ისეთივე წარმატებით ვიყოთ ჩართული გადახდისუუნარობის რეფორმირებულ პროცესში, როგორც სამართლებრივი მომსახურების სფეროში, ჩვენი 17 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში.”