This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO Digital-ი უსაფრთხოების მიმართულებით Microsoft-ის 2023 წლის პარტნიორი გახდა

BDO Digital-ი უსაფრთხოების მიმართულებით Microsoft-ის 2023 წლის პარტნიორი გახდა

27 ივნისი 2023

Microsoft-ის წლის პარტნიორის სტატუსი უსაფრთხოების მიმართულებით BDO Digital-მა მოიპოვა. კომპანიამ მსოფლიო აღიარება Microsoft-ის წამყვან პარტნიორებს შორის მიიღო ინოვაციებისა და გადაწყვეტილებების დანერგვისთვის Microsoft-ის ტექნოლოგიების ბაზაზე.

პეტ კრამერი (Pat Kramer) BDO- გლობალური აღმასრულებელი დირექტორი: „Microsoft-თან სტრატეგიული ალიანსის დაწყებიდან მალევე ნათელი გახდა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა ორივე მხარისთვის. მახარებს, რომ 2023 წელს ჩვენი და Microsoft-ის მყარი პარტნიორობა აღინიშნა BDO Digital-ის მიერ წლის უსაფრთხოების პარტნიორის სტატუსის მიღებით. ჩვენი სტრატეგიული ციფრული მიდგომები და გლობალური ციფრული და ბიზნეს ექსპერტიზა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, შევქმნათ ფასეულობა ჩვენი კლიენტებისა და ერთმანეთისთვის“.

Microsoft-ის წლის პარტნიორის ჯილდო გადაეცემა კომპანიებს, რომელთაც უკანასკნელი წლის განმავლობაში განავითარეს და მიაწოდეს Microsoft-ის ბაზაზე შექმნილი აპლიკაციები, სერვისები და მოწყობილობები. ჯილდოს გადაცემა მოხდა რამდენიმე კატეგორიაში, ხოლო ლაურეატების შერჩევა განხორციელდა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 4 200 ნომინანტიდან. BDO Digital-მა გამარჯვება მოიპოვა წამყვანი გადაწყვეტილებებისა და მომსახურების მიწოდებისთვის უსაფრთხოების მიმართულებით.

წლის უსაფრთხოების პარტნიორი ის კომპანია ხდება, რომელიც ასრულებს გამორჩეულ სამუშაოს, რათა კლიენტებს შესთავაზოს კომპლექსური გადაწყვეტილებები უსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც ეფუძნება Microsoft-ის უსაფრთხოებისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობებს Microsoft 365-სა და Microsoft Azure Security-ში.

„გულითადად ვულოცავთ Microsoft-ის წლის დაჯილდოვების ყველა გამარჯვებულსა და ფინალისტს. ინოვაციური ახალი გადაწყვეტილებები და სერვისები, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს კლიენტებზე და უზრუნველყოფს ციფრულ ტრანსფორმაციას, აჩვენებს ყველაფერ საუკეთესოს, რაც შესაძლებელია Microsoft Cloud-ის გამოყენებით“, აცხადებს ნიკოლ დეზენი (Nicole Dezen) Microsoft-ის აღმასრულებელი პარტნიორი და კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტი გლობალური პარტნიორული გადაწყვეტილებების მიმართულებით.

Microsoft-ის წლის პარტნიორის ჯილდოს გამარჯვებულები ცხადდებიან ყოველწლიურად,  პარტნიორების გლობალურ კონფერენციამდე Microsoft Inspire, რომელიც მიმდინარე წლის 18-19 ივლისს ჩატარდება.

დამატებითი დეტალები 2023 წლის დაჯილდოვების შესახებ ხელმისაწვდომია Microsoft-ის პარტნიორების ბლოგზე

კატეგორიების, გამარჯვებულებისა და ფინალისტების სრული სიის ნახვა შესაძლებელია ამ მისამართზე