This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
საინფორმაციო ბიულეტენი:

საგადასახადო სიახლეები - # 1/2021

12 მარტი 2021

Original content provided by BDO

2020 საკმაოდ რთული წელი იყო ყველასთვის, მსოფლიო მასშტაბით. წელს კი უკვე ვაქცინები წარმატებით მუშავდება და გლობალურად ხელმისაწვდომი ხდება. უმთავრესი დღემდე ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა და გასაკვირი არ არის, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ჯერ კიდევ გვთავაზობენ ფისკალურ ზომებს პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. ამ თემას გაეცნობით საგადასახადო სიახლეების მიმდინარე ნომერში.  
 
Brexit-ის შემდეგ გარკვეული ცვლილებებია როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მაგალითად, ირლანდიაში, იმპორტის დროს შესაძლებელი გახდა დღგ-ის გადასახადის გადავადება. იტალიაში საგადასახადო წარმომადგენლები არ უნდა დაინიშნონ ბრიტანული კომპანიების მიერ, პოლონეთში პირიქითაა, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ამ წესის შესაცვლელად. ცალსახაა, რომ ბევრი კომპანია ჯერ კიდევ სიღრმისეულად ვერ აცნობიერებს Brexit-ის შედეგებს. ამიტომ ეს საკმაოდ საყურადღებო თემაა. 
 
გარდა ამისა, სახეზეა ბევრი ცვლილება ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ცვლილებების პროცესი დიდწილად კრიზისის და მასთან დაკავშირებული იმ ზომების გამო დაჩქარდა, რომელიც ქვეყნებმა მიიღეს ონლაინ გაყიდვების პოპულარიზაციისთვის და რიგ შემთხვევაში გარდაუვალი გამოყენების თვალსაზრისით. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პლატფორმებს ან ონლაინ გადახდების პროვაიდერებს დღგ-ის გადახდის პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ამის შესახებ წერენ კოსტა-რიკელი, ინდონეზიელი და კანადელი კოლეგები. ესპანეთში ტექნოლოგიებისა და რეალურ დროში აღრიცხვიანობის შესაძლებლობები ისეა განვითარებული, რომ ავტომატურ რეჟიმში შევსებული დღგ-ის დეკლარაციები გადასახადის ყველა გადამხდელისთვის ხელმისაწვდომია. ამან შეიძლება ანტრეპრენერებს დაუზოგოს დრო და თანხები, თუმცა მათ მოუწევთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ინფორმაციის სისწორეს. იქ, სადაც ეს ასე არაა და შესაძლებელია დეკლარაციების მონაცემების კორექტირება, საინტერესოა, უბრალოდ ასეთ მიდგომას შეინარჩუნებენ თუ არა საგადასახადო და საბაჟო ორგანოები. 
 
გაეცანით BDO-ს საგადასახადო სიახლეების პირველ ნომერს მიმდინარე წლისათვის. კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ.