This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • L&D-ის მნიშვნელობა ორგანიზაციებისთვის
ბლოგი:

L&D-ის მნიშვნელობა ორგანიზაციებისთვის

28 მარტი 2023

სწავლება და განვითარება (L&D) თანამშრომლების კომპეტენციებისა და უნარების გაუმჯობესების უწყვეტი პროცესია, რომელიც სხვადასხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებით ზრდის მათ სამუშაო შედეგიანობასა და კმაყოფილებას.

კომპანიებისთვის მთავარ საყრდენ ძალას დასაქმებული ტალანტები წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, თანამშრომლების პროდუქტიულობა და კომპეტენცია კომპანიის წარმატებულ შედეგებთან პირდაპირ კავშირშია.

სწავლება და განვითარება ორგანიზაციებს ეხმარება: ტალანტების მოძიებაში, შენარჩუნებასა და მათ ზრდაში. ეს პროცესი კი, თანამშრომლებს მეტად კონკურენტუნარიანსა და ნაყოფიერს ხდის, რაც ისევ და ისევ კომპანიის წინსვლაზე აისახება.

აღნიშნულ ბლოგში გაეცნობით სწავლება და განვითარების იმ 3 სარგებელს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციების ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებას.

 

ტალანტების მოზიდვა და შენარჩუნება
დღეს ნებისმიერი ინდუსტრიის გამოწვევას, ტალანტების მოზიდვა და მათი შენარჩუნება წარმოადგენს. მილენიალების თაობის 87%-ის თანახმად, სამსახურის შერჩევისას კომპანიაში სწავლებისა და განვითარების კულტურის არსებობას მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად კომპანიებს შეუძლიათ L&D ფუნქცია გამოიყენონ როგორც თანამშრომელთა მოზიდვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სტრატეგია.

კომპანიები მომგებიანი შეთავაზებების მეშვეობით ძლიერი კადრების ერთმანეთისგან გადაბირებას ცდილობენ. სწავლება და განვითარება კი, ხელს უწყობს შეამციროს იმ ტალანტების რიცხვი, ვინც სამუშაოს კონკრეტული შეთავაზების გამო ტოვებს.

საკონსულტაციო კომპანია Gallup-ის კვლევის თანახმად, დასაქმებულთა გადინება 40%-ით არის შემცირებული, მაშინ როცა თანამშრომელი ნათლად ხედავს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სამსახურში. შესაბამისად, ორგანიზაციები მნიშვნელოვანია ორიენტირდნენ თანამშრომლების ისეთ სასწავლო გარემოს შექმნაზე, რომელიც მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე იქნება მორგებული და კარიერულ ზრდაში დაეხმარებათ. შედეგად, გუნდი მუშაობის პროცესში მეტად ეფექტური, ლოიალური და მოტივირებულია და დამსაქმებელთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე ფიქრობს.

ტალანტის შენარჩუნება კომპანიისთვის ნიშნავს იმ ხარჯის დაზოგვას, რომელიც ყოველი ახალი თანამშრომლის დაქირავებისა და განვითარებისთვის არის საჭირო.

 

თანამშრომელთა მოტივაციის და ჩართულობის ზრდა
კომპანიების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი მუდმივად უნდა იყოს იმ სტიმულების ძიება, რომლებიც ზრდის თანამშრომლის მოტივაციასა და ჩართულობას სამუშაო პროცესში. გამომდინარე იქედან, რომ მათი ეფექტური მუშაობა კომპანიის წარმატებაზე ახდენს გავლენას, მნიშნველოვანია, რომ სამუშაო გარემო იყოს მხიარული, კომფორტული და თანამშრომელთა საჭიროებებზე ორიენტირებული.

L&D სტრატეგია ასახავს, თუ როგორ ახდენს ორგანიზაცია კორპორატიული ტრენინგების თანხვედრას ბიზნეს მიზნებთან. სწავლებისა და განვითარების ძლიერი სტრატეგია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, აუმჯობესებს თანამშრომლის სამუშაო პროცესსა და პროდუქტიულობას.

სხვადასხვა სახის ტრეინინგები გუნდს ეხმარება, აღმოაჩინოს ახალი უნარები, შეისწავლოს განსხვავებული და მათთვის საინტერესო საკითხები, რაც მათში მოტივაციასა და ბედნიერებას აღძრავს. ეს ემოციები კი, მათ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოხატვაში ეხმარება.

 

მომავალი ლიდერების განვითარება და აღზრდა

ორგანიზაციის ზრდისა და განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მომავალი ლიდერების განვითარება და აღზრდა. ამიტომაც, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ისეთი სახის კორპორატიული ტრენინგები თუ პროგრამები, რომლებიც დაეხმარება ტალანტებს ლიდერის უნარ-ჩვევების მიღებასა და განვითარებაში.

შრომით ბაზარზე, ტრენინგების დაგეგმვა ორგანიზაციებს ერთი ნაბიჯით წინ აყენებს კონკურენტებისგან, რადგან ამ დროს ისახება ის მიზნები და გამოწვევები, რომლებიც ორიენტირებულია როგორც კომპანიის, ასევე გუნდის პიროვნულ განვითარებაზე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ L&D კომპანიებისთვის ერთ-ერთი მამოძრავებელი სტრატეგიაა. მის დასახვაში და წარმატებით განხორციელებაში ჩვენი People Advisory-ის გუნდი დაგეხმარებათ, რათა გაიმარტივოთ ბიზნეს პროცესები და დაძლიოთ არსებული გამოწვევები.

 

ჩანიშნე შეხვედრა