This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • თანამშრომლების სწავლება და განვითარება
ბლოგი:

თანამშრომლების სწავლება და განვითარება

27 სექტემბერი 2023

თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების პროცესი არ გულისხმობს მხოლოდ იმის ჩვენებას, თუ როგორ უნდა გაკეთდეს საქმე, არამედ ეს არის ჟესტი იმისა, რომ ორგანიზაციაში თითოეული თანამშრომელი ფასდება და შესაძლებელია როგორც პიროვნული, ასევე კარიერული ზრდა. როდესაც თანამშრომლები ვერ ხედავენ შესაძლებლობებს, ისინი არ ავლენენ თავიანთ საუკეთესო ვერსიას კომპანიაში.

თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების პროცესი გულისხმობს მათ საჭიროებებზე მორგებულ ისეთ სასწავლო პროგრამების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცოდნისა და უნარების განვითარებას. აღნიშნული პროცესი კომპანიებს ეხმარება ისეთი სასწავლო გეგმის შემუშავებაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნეს მიზნებთან და თანამშრომელთა სწავლების საჭიროებებთან.

 

თანამშრომელთა განვითარების 4 მიდგომა

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების პროგრამები შეიძლება იყოს ისეთივე მრავალფეროვანი, როგორც თავად კომპანიის თანამშრომლები, ყველა სასწავლო გეგმის მოთავსება შეიძლება ქვემოთ მოცემულ 4 კატეგორიაში:

  • ფორმალური განათლება - ფორმალური ტრენინგი და პრაქტიკული მოთხოვნები მოცემული როლისთვის, როგორიცაა კონკრეტული ხარისხი, ლიცენზია ან სერტიფიკატი.
  • შეფასება - თანამშრომელთა შესრულების მიმოხილვა ძლიერი და სუსტი მხარეების შესაფასებლად და მათი გაუმჯობესების გზების მოსაძებნად.
  • სამუშაო გამოცდილება - ყოველდღიური, პრაქტიკული სწავლების მეშვეობით თანამშრომელთა შეჭიდება ახალ გამოწვევებთან და მათ ორგანიზაციაში გასაზრდელად.
  • ინტერპერსონალური ურთიერთობები - ქოუჩინგი, მენტორობა და ნებისმიერი პიროვნული უნარები ან ინტერპერსონალური ტრენინგები, რომელიც შეიძლება თანამშრომლებმა გაიარონ, მაგალითად: მომხმარებელთან მომსახურების, გაყიდვების ან კონფლიქტების მართვის ტრენინგები.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი თანამშრომელთა სწავლება და განვითარება

თანამშრომელთა სწავლება და განვითარება მნიშვნელოვანია როგორც იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი მზად არის მათი როლისთვის, ასევე იმისთვის, რომ გრძნობდნენ მხარდაჭერას, დაფასებასა და შესაძლებლობებს ორგანიზაციაში. სწავლებასა და განვითარებას შესაძლოა ჰქონდეს პირდაპირი გავლენა თანამშრომელთა ჩართულობასა და შენარჩუნებაზე, ამიტომ ის უნდა იყოს ორგანიზაციის ტალანტების მართვის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი. რაც უფრო ჩართულია თანამშრომელი, მით უფრო მეტად სურს გაზრდა და ახალ გამოწვევებთან შეჭიდება მისი პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის.

 

5 ნაბიჯი წარმატებული სასწავლო გეგმის შესაქმნელად

იმისათვის, რომ თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების გეგმა წარმატებული იყოს, აუცილებელია იყოს გაზომვადი და მორგებული სამიზნე აუდიტორიაზე.

გიზიარებთ იმ ხუთ ნაბიჯს, რომლის დახმარებითაც უზრუნველეყოთ თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების გეგმის ეფექტურად და წარმატებულად დანერგვას:

სანამ რაიმე გეგმა ჩამოყალიბდება, შეაფასეთ რა არის საჭირო - როგორც ორგანიზაციის მხრიდან, ასევე თანამშრომლების მიერ. ეს ეხება კომპანიის მასშტაბით ჩატარებულ ტრენინგებს და ასევე პერსონალური განვითარების გეგმებს. რომელ სფეროებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება? რა არის ორგანიზაციული სტრატეგია და როგორ ჯდება ის თანამშრომლის როლსა და პირად მიზნებში?

რისი მიღების იმედი აქვს ორგანიზაციას და თანამშრომელს? ეს შეიძლება იყოს რაიმე სპეციფიკური საქმისთვის - როგორიცაა ახალი პროგრამის ან პროცესის შესწავლა, ან ქცევაზე დაფუძნებული - როგორიცაა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ტრენინგი. განსაზღვრეთ რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეაფასებთ წარმატებას.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ როგორც მენეჯმენტმა, ასევე თანამშრომლებმა გაიგონ სასწავლო მიზნები და სწავლებისა და განვითარების გეგმის მნიშვნელოვნება.  

საჭიროებებისა და მიზნების დასახვის შემდეგ, დროა შეიქმნას პროგრამა ან გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:

  • რა სასწავლო მასალებია საჭირო?
  • როგორ ჩატარდება ტრენინგი?
  • ვინ უხელმძღვანელებს ტრენინგს?
  • რამდენად ხშირად ჩატარდება ტრენინგი?
  • სად ჩატარდება ტრენინგი?
  • ჯგუფური ტრენინგების შემთხვევაში, რა ზომის იქნება ჯგუფები?
  • როგორია მონაწილეთა სწავლის სტილი?

სწავლების გეგმის შემუშავების შემდეგ, დროა მისი სტრატეგიულად განხორციელების. თანამშრომელთა მცირე ჯგუფთან საპილოტე პროგრამის ჩატარება დაგეხმარებათ არსებული გეგმის დახვეწაში და დარწმუნდეთ, რომ ერგება როგორც ორგანიზაციის მიზნებს, ასევე თანამშრომელთა მოლოდინებს.

და ბოლოს, სასწავლო გეგმის განხორციელების შემდეგ აუცილებლად მოითხოვეთ გამოხმაურება როგორც თანამშრომლებისგან, ასევე მენეჯერებისგან, რათა შეაფასოთ როგორც სასწავლო მიზნების შედეგიანობა, ასევე მისი წარმატებულობა და სისუსტე.

თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობების მიწოდებამ შესაძლოა გაზარდოს სამუშაო კმაყოფილება, პროდუქტიულობა და გააუმჯობესოს თანამშრომელთა შენარჩუნების მაჩვენებელი ორგანიზაციაში. თანამშრომელთა ახალი უნარებითა და ცოდნით აღჭურვით იზრდება მათი პოტენციალი და კომპანიაში წინსვლის შესაძლებლობა, რაც მომგებიანია ყველა მონაწილისთვის.

ჩაგვინიშნეთ შეხვედრა, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ორგანიზაციული შესრულებისა და სასწავლო მიზნების მიღწევაში.

 

ჩანიშნე შეხვედრა