This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი

    ბუღალტრული აღრიცხვის, ბიზნეს საკონსულტაციო და შესაბამისობის სერვისები ბიზნესგამოწვევების დასაძლევად

    ჩანიშნე შეხვედრა

ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი

ჩვენი ძირითადი საქმე ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური საკონსულტაციო მომსახურებაა. ინდუსტრიული გამოცდილების გათვალისწინებით სააღრიცხვო, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში, კლიენტები იღებენ ფართო ბიზნეს ოპერაციულ ხედვას ყველა საჭიროებისთვის.

ბიდიოს გამორჩეული ხარისხის სერვისის ნაწილია BDO პორტალი, რომელიც კოლაბორაციის ციფრული სივრცეა BDO-ს მომხმარებლებისთვის. ეს არის ქლაუდ ტექნოლოგიით შექმნილი პორტალი,რომლის  საშუალებითაც გაცილებით მარტივია დიდი რაოდენობის დოკუმენტების დახარისხება და ერთმანეთისთვის გაზიარება კიბერსაფრთხეებისგან დაცულ ციფრულ გარემოში, ამასთან შესაძლებელია სამუშაოს, შესაბამისი შემსრულებლისთვის მიკუთვნება და მიმდინარე პროცესების კონტროლი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

 

საბუღალტრო მომსახურების აუთსორსინგი

ორგანიზაციის სპეციფიურ ინტერესებზე მორგებული მომსახურება, წამყვანი ქლაუდ ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს ზუსტ, დროულ და საიმედო ფინანსურ ანგარიშგებებზე შეუფერხებელ წვდომას.  

 

გაიგე მეტი ► 

 

სახელფასო ადმინისტრირება და აუთსთაფინგი

სახელფასო ადმინისტრირება ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია, რაც უამრავ დროს, კონცენტრაციასა და შესაბამის ცოდნას საჭიროებს. ჩვენ დაგეხმარებით დაზოგოთ დრო და ფინანსები,დაიცვათ ხელფასებთან დაკავშირებული კონფიდენციალობა, შესაბამისობაში იყოთ შრომით კანონმდებლობასთან და დააზღვიოთ შეცდომის რისკები.

 გაიგე მეტი ►

 

ფინანსური მენეჯერის ფუნქცია

ფინანსური ანალიზი საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ ფინანსური დაგეგმვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გამოწვევებს. ფინანსური მენეჯერის სერვისი დაგეხმარებათ უკეთ გაანალიზოთ თქვენი საქმიანობის შედეგები და სწორად დაგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები

გაიგე მეტი ►

 

 


სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვთ საკონტაქტო, ან დაგვირეკეთ ნომერზე  +995 32 254 58 45

საკონტაქტოს დატოვება   


ჩვენი კლიენტები

ტერასა ჯგუფი - თამარ გაფრინდაშვილი , კომერციული დირექტორი

სერვისი : მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა

 „ სამშენებლო დეველოპერულ კომპანია ტერასას  7 დასრულებული და ამდენივე აქტიური პროექტი აქვს, ჩვენი ბიზნესის სწორი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია გამართული ფინანსური ოპერაციები. BDO-ს გამოცდილი სპეციალისტები კი ნებისმიერ დროს მზად არიან მომაწოდონ ჩემთვის საინტერესო ფინანსური  მონაცემები, რომელიც მეხმარება მქონდეს სწორი წარმოდგენა კომპანიის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობაზე და  მასზე დაყრდნობით შევძლო შემდეგი სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა.’’ 

 

 

► ნახე ყველა პროექტი

 

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში - ზაზა ფურცელაძე , დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში

სერვისი: მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა

 „ ბრიტანეთის საბჭო არის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია კულტურული ურთიერთობებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის. ჩვენ გვყავს ათასობით აქტიური მონაწილე ჩვენს პროგრამებსა და პროექტებში. ამ ყოველივეს შესრულებისთვის კი აუცილებელია ისეთი კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური და ერთგული პარტნიორების მხარდაჭერა, მიმდინარე ბუღალტრულ, სამეურნეო და საგადასახადო საკითხებში, როგორიც ბიდიოს აუთსორსინგის  გუნდია. მიხარია და ვამაყობ ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობით, რომელიც მუდმივი სტაბილურობის განცდას და მოტივაციას გვმატებს.‘’  

► ნახე სხვა პროექტები