This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

დეკლარაციების მომზადების აუთსორსინგი

საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარდგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემაა ბიზნესისთვის.

გადასახადების გაანგარიშებისა და დეკლარაციის შევსების  პროცესში მთელი რიგი დეტალების გათვალისწინებაა საჭირო. ოპერაციის შინაარსის არასწორად კლასიფიცირებამ ან კანონის არასწორად ინტერპრეტაციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი გამოიწვიოს ბიზნესისთვის.

BDO გთავაზობთ პროფესიონალი საგადასახადო გუნდის დახმარებას დეკლარაციების მომზადების პროცესში, რაც გულისხმობს ყოველთვიური ან/და ყოველწლიური გადასახადების გაანგარიშებას და მხარდაჭერას წარდგენის პროცესში. გადასახადების აუთსორსინგი განსაკუთრებით ხელსაყრელია მსხვილი ბიზნესისთვის, რომლის ოპერაციების ინტენსივობა და მოცულობა ართულებს საგადასახადო დეკლარაციისთვის საჭირო ინფორმაციის ანალიზს და თავმოყრას.

რატომ საგადასახადო აუთსორსინგი?

BDO-ში ჩვენი კომპეტენტური გუნდის ერთობლივი მუშაობა, ფართო ინდუსტრიული გამოცდილება, სამუშაო მეთოდოლოგია და მიდგომები  შესაძლებლობას გვაძლევს, რომ არა მხოლოდ მექანიკურ გამოთვლებში დაგეხმაროთ, არამედ გავხდეთ თქვენი ბიზნეს მრჩევლები. ჩვენს ექსპერტებს შეუძლიათ თქვენი საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმიზაცია ისე, რომ შესაბამისობაში იყოთ საგადასახადო კანონმდებლობასთან და ამასთან მიიღოთ მაქსიმალურად ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებები.

გადასახადების აუთსორსინგი დაგეხმარებათ:

  • დაზოგოთ თქვენი ფინანსური გუნდის რესურსები
  • დარწმუნებული იყოთ წარდგენილი დეკლარაციის სიზუსტესა და სანდოობაში
  • მინიმუმამდე შეამციროთ გადასახადებთან დაკავშირებული რისკები
  • მოახდინოთ გადასახადების ოპტიმიზაცია
  • მიიღოთ კვალიფიციური გუნდის მხარდაჭერა საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისა და შემოწმების პროცესში
  • რეალურ დროში ავტომატურად მიიღოთ სრული საგადასახადო ინფორმაცია ვირტუალური სამუშაო სივრცის მეშვეობით

რუტინული საქმის მასშტაბიდან გამომდინარე, შეუძლებელია თქვენი კომპანიის ფინანსურ გუნდს მოსთხოვოთ, იცოდნენ ყველაფერი და ყოველთვის. ამიტომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, ხელი მიუწვდებოდეს ექსპერტულ საგადასახადო ცოდნაზე, მითუფრო ისეთ საკითხზე, რომელზეც კომპანიის შიდა რესურსით გამკლავება შეუძლებელი ან ძალიან რთულია.

 


სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვეთ საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტოს დატოვება