This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • სამუშაოს შესრულების მართვა
ბლოგი:

სამუშაოს შესრულების მართვა

17 მაისი 2023

შესრულების მართვა არის პროცესი, რომელიც კომპანიის ღირებულებებისა და მიზნების შესაბამისად მიმართულია თანამშრომელთა პროდუქტიულობისა და ჩართულობის ზრდისკენ, ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად კი, თითოეული თანამშრომლის მიმართ იყენებს ინდივიდუალურ მიდგომას, რაც გულისხმობს მათთან მუდმივ კომუნიკაციას, ცოდნისა და უნარების განვითარებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუმჯობესებას.

ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ტენდეციები მუდმივად იცვლება და დღევანდელ რეალობაში თანამშრომელთა კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვას მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

სამუშაო გარემოში შესრულების მართვის ეფექტური სისტემის ინტეგრაცია ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებს, L&D გუნდებსა და ორგანიზაციებს ეხმარება:

  • განსაზღვრონ ბიზნეს პროცესებზე თანამშრომელთა კომპეტენციებისა და უნარების გავლენა
  • აღმოაჩინონ დანაკლისები უნარებს, ცოდნასა და კომპეტენციებს შორის
  • საქმიანობის შესაბამისად განივითარონ თანამშრომელთა ცოდნა და უნარები
  • გამოიყენონ უკუკავშირის მეთოდები თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების შესაფასებლად
  • უკუკავშირზე დაყრდნობით დაგეგმონ თანამშრომელთა განვითარების გზა და აღმოფხვრან არსებული ხარვეზები
  • თითოეული თანამშრომლისთვის, მათი სამუშაოს შესრულების ხარისხის შესაბამისად, შეიმუშაონ შეფასების სქემა
  • მეტი წარმატების მიღწევისთვის კომპანიისა და თანამშრომლების მიზნების თანხვედრაში.

ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს გარშემო თანამშრომელთა შესრულებისა და მათი სწავლებისა და განვითარების გამოწვევების წინაშე დგანან. ნებისმიერი ბიზნეს სტრატეგიისთვის პერსონალის უნარებში ინვესტიცია წარმატების გასაღებია, ამიტომ სათანადო სამუშაო გარემოსა და სასწავლო გეგმის შექმნა ორგანიზაციებს კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებასა და მათი ბიზნეს მიზნების შესრულებაში ეხმარება.

კომფორტული სამუშაო გარემოს და უახლესი სასწავლო პროგრამის განვითარება არც ისე მარტივი საქმეა, ამიტომაც, BDO-ს People Advisory-ის მიმართულება დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი გუნდი ეფექტურად, რაც გულისხმობს როგორც თითოეული თანამშრომლის მიზნების თანხვედრას ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან, ისე მათ აღჭურვას იმ უნარებითა და ცოდნით, რაც საჭიროა ორგანიზაციის სტრატეგიისა და გეგმების შესასრულებლად.

 

შესრულების მართვა

თანამშრომელთა ჩართულობის ზრდა, ტალანტების გადინების შემცირება და მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესება - ამ შედეგების მიღწევაში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

 

ჩანიშნე შეხვედრა