This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ტრენინგებისა და შესრულების საჭიროების ანალიზი
ბლოგი:

ტრენინგებისა და შესრულების საჭიროების ანალიზი

19 მაისი 2023

სწავლებისა და შესრულების მართვის ეფექტური სისტემის აწყობისას ხშირად გამოიყენება ტრენინგებისა და შესრულების საჭიროებების ანალიზი არსებული გამოწვევების დასადგენად.

ტრენინგის საჭიროების ანალიზი (TNA)

ტრენინგის საჭიროების ანალიზი გულისხმობს ორგანიზაციაში გარკვეული კვლევის ჩატარებას, რათა გამოიკვეთოს იმ სასწავლო პროგრამების ტიპი, რაც საჭიროა თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის და მათი შესრულების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

აღნიშნული ანალიზისას, გასათვალისწინებელია:

  • როლებისა და განყოფილებების შესაბამისად იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რაც მნიშნელოვანია, რომ თქვენს თანამშრომლებს გააჩნდეთ
  • არსებული მდგომარების შეფასება, რათა დაინახოთ რამდენად აკმაყოფილებენ თქვენს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს და რა ცოდნის დონე აქვთ მიმდინარედ
  • იმ ცოდნის დანაკლისების იდენტიფიცირება, რათა დაგეგმოთ შესაბამისი შიდა ტრენინგები მათ აღმოსაფხვრელად.

 

შესრულების საჭიროების ანალიზი (PNA)

შესრულების საჭიროების ანალიზი არის სასურველ და რეალურ სამუშაოს შესრულებას შორის არსებული სხვაობის იდენტიფიცირების პროცესი. აღნიშნული ფართო ანალიზის მეთოდია, რომელიც განსაზღვრავს შესრულების ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: არაეფექტური პროცესები, მოტივაციის, რესურსებისა და ცოდნის ნაკლებობა.

აღნიშნული ანალიზისას, გასათვალისწინებელია:

  • თქვენი ორგანიზაციის გარკვეული პერიოდის მიზნები და OKR-ები, რათა შესაბამისად შეძლოთ შესრულების შეფასება
  • როგორ ასრულებთ თქვენს მიზნებს. მის შესაფასებლად დამკვიდრებულია SWOT ანალიზის მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ შეაფასოთ ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები, რომლებსაც ამჟამად აწყდებით
  • ის ანგარიშები, რეპორტები, რომლებიც ასახავს თქვენი ბიზნესის ძირითად მონაცემებს, რათა შეაფასოთ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით თქვენი მიზნებისკენ გზა.

ჩვენი People Advisory-ის მიმართულება დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი გუნდი ეფექტურად, რაც გულისხმობს როგორც თითოეული თანამშრომლის მიზნების თანხვედრას ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან, ისე მათ აღჭურვას იმ უნარებითა და ცოდნით, რაც საჭიროა ორგანიზაციის სტრატეგიისა და გეგმების შესასრულებლად.

 

ჩანიშნე შეხვედრა