This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ბიზნეს ტრენინგები BDO Academy

BDO Academy

ვინ ვართ ჩვენ

BDO Academy არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ტრენინგებისა და განვითარების მიმართულება. BDO-ს სასწავლო ტრენინგ ცენტრი 2016 წლიდან კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს სთავაზობს.

რას ვაკეთებთ

BDO Academy-ის მისია არის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვისაც პროფესიულ განათლებასა და კარიერაში წარმატების მიღწევა სურს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების ჩამოყალიბებას და ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი სტანდარტების სასერტიფიკატო ტრენინგ პროგრამები, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფინანსები, მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, პიროვნული თვისებები, სააღრიცხვო და საოფისე პროგრამები.

სასწავლო პროგრამები განკუთვნილია როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური მსმენელებისთვის.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ

BDO არის გლობალური ქსელი, რომელიც ოპერირებს 167 ქვეყანაში, რაც BDO Academy-ის სწავლების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი ტრენინგ ცენტრის უპირატესობებია:

  • მრავალფეროვანი კურსები
  • სწავლების პრაქტიკული მეთოდოლოგია
  • მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ტრენერები
  • მოქნილი განრიგი
  • კომფორტული გარემო
  • ადაპტირებული დისტანციური სწავლება

ნახე ყველა კურსი:

ფინანსური ტრენინგები   ბიზნეს და ტექნოლოგიური ტრენინგები  კორპორატიული ტრენინგები

 

სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: + 995 591 047 087 ან ეწვიეთ ვებგვერდს

BDO Academy